Wednesday, July 19, 2017

მე 9-ე დღე

 
   
                                                  რეფლექსია
დავამუშავეთ ბლოგები,შევიტანეთ შესწორებები,ვისწავლეთ დიზაინის შეცვლა, მიბმა, ბმულების გაკეთება.გავაკეთეთ პრეზენტაცია და შევაჯამეთ 9- დღიანი ტრენინგი, რომელიც უაღრესად საინტერესო და სასარგებლო იყო.უღრმესი მადლობა საუკეთესო პროფესიონალს-ხათუნა ციხელაშვილს.ღმერთმა უმრავლოს საქართველოს თავისი საქმის  უბადლო ოსტატები.

Monday, July 17, 2017

,მე-8-ე დღე

                                               რეფლექსია
დღე იყო საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო.დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში მუშაობა. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე,შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი და გავაკეთეთ საკუთარი დასკვნები.

Wednesday, July 12, 2017

მე-7-ე დღე

                                                                რეფლექსია
შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც გადავიტანეთ სასწავლო პროექტის დამხმარე საქაღალდეში. ვისაუბრეთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაზე, ონლაინ ინსტრუმენტებზე და მათი გამოყენებაზე სასწავიო პროცესში.

Monday, July 10, 2017

მე-5-ე დღე

                                         რეპლექსია
    გავიზსენეთ წინა დღე. გავეცანით ახალ მიზნებს.გავწერეთ პრეზენტაცია ჩეკლისტის შინაარსობრივი კრიტერიუმები.შევქმენით  ჩვენი პროექტის თემატიკიდან გამომდინარე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი .ავტვირთეთ გუგლ ღრუბლებში.ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.

Thursday, July 6, 2017

მე-6-ე დღე

  რეფლექსია

გავიხსენეთ წინა დღე გავეცანით ახალი დღის მიზნებს. დღეს მოვახდინეთ ჩვენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების პრეზენტაცია . მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისა და კოლეგებისაგან. გავწერეთ ჩვენი პროექტის სასწავლო პროცედურები.

Tuesday, July 4, 2017

მე-4-ე დღე

   
                                                     რეფლექსია
გავიხსენეთ წინა დღე და გავეცანით ახალი დღის მიზნებს, განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია. ვრცლად ვისაუბრეთ თითოეულ სტრატეგიაზე.ავირჩიეთ ერთი ან ორი შეფასების მეთოდი შესაბამისი ინსტრუმენტით. გავწერეთ-შეფასების დროის ჩარჩო,სახელმძღვანელოს რესურსებში მოვძებნეთ ჩვენი პროექტისათვის შეფასების ფორმები ,რაც  საქაღალდეში  გადავიტანეთ.მივიღეთ საშინაო დავილება.
                            

Monday, July 3, 2017

მე-3 დღე

                                                    რეფლექსია
დავასრულეთ სტანდარტისა და ინდიკატორების შეყვანა. პროექტის თემიდან გამომდინარე გავწერეთ მიზნები.ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.ჩვენი პროექტის თემატიკიდან გამომდინარე გავწერეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. გავუზიარეთ გეგმა ტრენერს.